ეს არ არის დახმარება, საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. ეს არის სესხი. ვიღაცები გვეხმარებიან და თურმე, ჩვენ ისეთი დურაკები ვართ, რომ დახმარებაზე უარს ვეუბნებით. არ არის ეს მართალი, სესხზეა საუბარი.
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე. მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.