logo
ENG


ბოკერია: სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არ ცვლის ამოცანას, დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი
გიგა ბოკერია
28 სექ, 2021 15:28
ბოკერია: სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არ ცვლის ამოცანას, დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი
  • 811ნახვები

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის და, ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამონაცა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ 2 ოქტომბრის არჩევნების გამოყენებით.

ჩემი აზრით, ნებისმიერი სხვა საუბარი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არის ამ ფოკუსის დაკარგვა. ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს არ ცვლის. ჩვენი ამოცანაა, მათი დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, ვინც ხედავს, ივანიშვილის რეჟიმი როგორი კატასტროფაა მისი მომავლისთვის და ყველასთვის, მაგრამ არის იმედგაცრუებული, რწმენა არ აქვს.

ყველაფერი დანარჩენი არის ამის შემდეგ და ამის შემდეგ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი მორალური ვალია და სამართლებრივი და პოლიტიკური შესაძლებლობაა, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ და დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ ამოცანას.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში 2 ოქტომბერს ბრუნდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა