logo
ENG


სამადაშვილი: 2-ში უფრო მნიშვნელოვანი რამე წყდება, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსის მდებარეობა
  • 1510ნახვები

ჩემთვის 2 ოქტომბერს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამე წყდება ამ ქვეყნის მომავლისთვის, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ან მისი პოლიტიკური მომავალი. ჩვენი გეგმა უახლოეს მომავალში არის ის, რომ ამ დღეებში კიდევ ერთხელ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ოპოზიციის მხარდაჭერას და ქართული ოცნების წინააღმდეგ ხმის მიცემას აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა ქვეყნის მომავლისთვის.

თუ სააკაშვილის დაანონსებული დაბრუნება ეხმარება ნაციონალურ მოძრაობას, რომ მობილიზაცია გაუკეთოს ამომრჩეველს იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ რომ გარკვეული იმედგაცრუებაა ამომრჩეველში - ენმ-მ ჯერ თქვა, რომ არ შედიოდა პარლამენტში და შემდეგ შევიდა, ხელს არ მოვაწერთ მიშელის შეთანხმებასო და შემდეგ მოაწერა, შეიძლება მომხრეების დასარაზმად მათთვის მნიშნველოვანია, ჰქონდეთ განცდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ამჯერად ნამდვილად ბრუნდება.

თქვა გადაცემა კომენტარში დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში 2 ოქტომბერს ბრუნდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა