logo
ENG


ვაშაძე: მიზანია ხელისუფლების ცვლილება და არა ის, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში
  • 1840ნახვები

[სააკაშვილის ჩამოსვლა] ჩვენთვის არაფერს არ ცვლის... ვმუშაობთ, დავდივართ ველაპარაკებით ხალხს. ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილების გზისკენ მიმავალი არჩევნებია. ეს არჩევნები ნამდვილად არ არის მიხელ სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები... 

ზოგადად თუ ვიტყვით, რომ გითხრათ რომ კარგია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხმები წავართვათ ოცნებას, ვიტყვი, რომ არა. ფოკუსი უნდა იყოს გასწორებული, მიზანია ხელისუფლების ცვლილება და არა ის, ის ჩამოვა თუ არა საქართველოში. ნუ დავმალავთ, არის საქართველოში კატეგორია, რომელსაც არ უნდა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება. მესამე ძალა და სტრატეგია აღმაშენებელი იმიტომ ჩამოვაყალიბეთ, რომ ჩვენ გვინდა ახალი თაობის ხელისუფება და არა - წარსულში დაბრუნება.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა პოლიტმეტრში. სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში 2 ოქტომბერს ბრუნდება.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა