logo
ENG


ვოლსკი სააკაშვილზე: არის ვარიანტი, რომ რუსეთს შეეწყო ხელი გადმოეკვეთა საზღვარი
გია ვოლსკი
01 ოქტ, 2021 15:55
ვოლსკი სააკაშვილზე: არის ვარიანტი, რომ რუსეთს შეეწყო ხელი გადმოეკვეთა საზღვარი
  • 7723ნახვები

გამოვიდნენ კომპეტენტური სტრუქტურები და გააკეთეს განცხადებები. საკითხია ის, რომ ვერც მისი მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ, რომ გადმოკვეთა საზღვარი და ჩუმად შემოიპარა საქართველოში. არის ვარიანტი, რომ რუსეთს შეეწყო ხელი გადმოეკვეთა საზღვარი, ჯერ აფხაზეთის და იქ შემოპარულიყო მათივე დახმარებით. ბევრი სხვა ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ თუ ასეთი რამე მოხდა, ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია პოლიტიკური პოზიცია, მათი ლიდერი აქ იმყოფება და კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და შემოიჭრა საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სხვა განცხადება მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ყოფილა, სიცრუე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა