მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს
სოციალურ ქსელში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის აუდიო მიმართვა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თქვეს, რომ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.