logo
ENG


გახარია სააკაშვილზე: იმედია, ოცნება მას ამნისტირებას არ გაუკეთებს, ისე როგორც ნიკა მელიას
  • 1969ნახვები

პირველი - მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია. ის არის გასამართლებული ქართული სასამართლოს მიერ. მეორე - ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ სააკაშვილი ოდესმე გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, ეს ლოგიკურად შეთანხმებული იქნებოდა ქართულ ოცნებასთან და ოცნება შემოიყვანდა და დააბრუნებდა მას საქართველოში. ესეც დადასტურდა. ახლა იმედი მაქვს, რომ არ გამართლდება ჩემი პროგნოზი, რომ ოცნება მას ამნისტირებას არ გაუკეთებს, ისე როგორც გაუკეთეს ნიკა მელიას.

ქართველი კაცი ბრძენია, ეს ქვეყანა კი ჩვენია, მოქალაქეების. როდესაც ასეთ მასკარადს ნაცები და ოცნება გვიწყობენ 1-ელ ოქტომბერს სიმბოლურად, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, რა თქმა უნდა ბრძენი ქართველი კაცი ამას შეფასებას მისცემს არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, რომ აირჩევს მომავალს და წინსვლას, და არა ნაცების 9-წლიან და ოცნების 9-წლიან წარსულში დაბრუნებას. პროცესი, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, დაკავშირებულია ხვალინდელ არჩევნებთან. ოცნება ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს სტატუსი "ყველაზე დიდი" ან "პირველი ოპოზიციური ძალის". ეს არის ის საფუძველი რაზეც, როგორც ჩანს მათ შორის შედგა პოლიტიკური შეთანხმება - ეს არის ჩვენი პოზიცია

ასე ეხმაურება პარტია საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა