logo
ENG


Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი: უბნებიდან გვაგდებდნენ, ინტერვიუს საშუალება არ გვქონდა
  • 2433ნახვები

დავასახელებ კონკრეტულ რეგიონებს, საიდანაც გვაგდებდნენ. არ გვაძლევდნენ მუშაობის საშუალებას, რომ ჩვენი წარმომადგენლები დარჩენილიყვნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ, სადაც მიღებული ჰქონდათ უფლება ყოფნის, ჩვენი სპეციალობიდან გამომდინარე.

ამის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთში, თბილისში, სამეგრელოში და ქვემო ქართლში მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ 2-3 საათის განმავლობაში და არჩევნების ბოლო 2 საათის განმავლობაში, გვქონდა სირთულეები. გვავიწროვებდნენ იმ გაგებით, რომ აქ არ იდგეთო, ინტერვიუს საშუალება არ გვქონდა, PCR ტესტებს ითხოვდნენ, დღის ბოლოს კი გვეუბნებოდნენ, მთელი დღეა აქ ხართო და დროა წახვიდეთო. არადა უბნები 8 საათზე იხურებოდა და ჩვენ კიდევ დარჩენილი გვქონდა საათნახევარი, 2 საათი. ანუ ეს იყო დარღვევა. ძირითადად, ეს კრიტიკა ეხება ცესკოს თანამშრომლებს, ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლებს. 

თქვა Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში ინტერვიუს დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა