logo
ENG


ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ეშმაკი არ ასვენებს და იქნებ ციხეში 6 წელი მაინც დაისვენოს
  • 1242ნახვები

ავად არის ეს კაცი, მას სჭირდება მკურნალობა, კატასტროფა არის ეს კაცი რომ იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, 18 წელია არყევს ქვეყანას, მუდმივად არის დესტაბილიზაციის წყარო, მოიტანა ნგრევა, ომი, ტერიტორიები დაკარგა ათასობით ადამიანი გააუბედურა, ეშმაკი არ ასვენებს რომ იტყვიან ამ ადამიანს და იქნებ ციხეში 6 წელი მაინც დაისვენოს.

ყველა დაიღალა, სააკაშვილი ან დაგვეჭირა ან წასულიყო პოლიტიკიდან, ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არც ითხოვს შეწყალებას, ამიტომ მადლობა მიშას რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით საქართველოში. სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, დღეის მდგომარეობით მას აქვს 6წელი მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს სასჯელი, 6 წელი მოიხდის სრულად. მე მინდა ქალბატონ პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო, რომ დაასრულა მთელი ეს სპეკულაცია სააკაშვილის შეწყალება არ შეწყალებასთან დაკავშირებით

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, იმედზე.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს



ასევე ნახეთ
close დახურვა