logo
ENG


დეკანოიძე ღარიბაშვილის წერილზე: ასეთი სიმდაბლე პუტინის პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდა
  • 1137ნახვები

სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება - ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი. ამ მიმართვით ყველამ საბოლოოდ გაიგო და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის სააკაშვილის მიმართ, არამედ მისი მიზანია გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას და სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვლი მის უფროსთან ერთად, ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ. 

ამბობს ენმ-ს ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. დღეს ღარიბაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვასაც" განიხილავს და აცხადებს, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა