logo
ENG


მელია ოცნებაზე: ინფორმაცია მაქვს, რომ სამეგრელოში კანონიერი ქურდების მობილიზაციას ახდენენ
ნიკა მელია
16 ოქტ, 2021 19:18
მელია ოცნებაზე: ინფორმაცია მაქვს, რომ სამეგრელოში კანონიერი ქურდების მობილიზაციას ახდენენ
  • 1803ნახვები

ვინ არის ხელისუფლება? ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლება, ღარიბაშვილია ხელისუფალი თუ კობახიძეა. კრიმინალები არიან თავიდან ბოლომდე. მორალურად განადგურებულები და დემორალიზებული ადამიანები არიან ისინი, რომლებიც არიან შეშინებულები და ძალაუფლების გარეშე არაფერს არ წარმოადგენენ. ისინი მხოლოდ იმ ადამიანებს წარმოადგენენ, ვისაც აქვთ სკამის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი იმ სავარძლიდან რომ ადგება, და ადგება აუცილებლად და სავარძელი აღარ ექნება ერთი ადგილის ქვეშ, მერე უბრალოდ ვინ იქნება ბატონი ღარიბაშვილი.

დასრულებული იქნება ეს მათი ბოგინი, შეუძლებელია, რა კანონიერი ქურდებიც არ უნდა ჩართონ, როგორც არ უნდა იძალადონ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ მთელ სამეგრელოში ახლა მობილიზაციას ახდენენ კანონიერი ქურდებისა. კანონიერი ქურდების და კრიმინალების ასე ვთქვათ ჩართულობა უშველის ახლა ბიძინა ივანიშვილს?

 

თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა