logo
ENG


სააკაშვილი მხარდამჭერებს: ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით, მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას
  • 585ნახვები

ჩემო საყვარელო სამეგრელო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი სიმამაცით, სიტყვებით მიჭირს გადმოვცე... როდესაც თქვენ შემართებას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ძალას მმატებს... ჩემო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა დიდი სიყვარულისთვის, ანადგომისთვის და სოლიდარობისთვის...

მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მე აქ დავბრუნდი თქვენთან ერთად გამარჯვებისთვის და როდესაც დღეს ჩემს საპყრობილესთან თქვენს შემართებას ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი - მინდა ყველას მალე პირადად გადაგიხადოთ მადლობა.

აუცილებელია 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი ნება და დავიცვათ უბნები. გამარჯვება სულ ახლოსაა, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

წერს მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა