logo
ENG


სარჯველაძე სააკაშვილზე: გეგმების აღკვეთა იოლია პენიტენციურში, ვიდრე კერძო კლინიკაში
  • 617ნახვები

ერთია სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფა და არ შეიძლება, რომ ამ შემთხვევაში ოდნავ ხინჯი ჰქონდეს სერვისის სტანდარტს, მეორე მხრივ არის უსაფრთხოება...

თვითონ იმ საავადმყოფოსაც, რომელში გადაყვანაც იქნება გათვალისწინებული, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საჭიროება დადგება, ამ შემთხვევაში, მასაც ექნება ძალიან მსხვილი დისკომფორტი, მათ შორის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. თვისობრივად შეიცვლება რეჟიმი იმ საავადმყოფო დაწესებულებაში. ამიტომ, ეს არ არის მარტივი გადასაწყვეტი საკითხი. 

ვინმე ცხელთავიანი ადამიანების გარკვეული გეგმების აღკვეთა, პრევენცია თუ ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რასაკვრიველია, გაცილებით იოლია ამ ყველაფრის გაკეთება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ადაპტირებულია ყველა ამ საჭიროებაზე, ვიდრე ეს იქნება ჩვეულებრივ სტანდარტულ კერძო კლინიკაში.

ამბობს ოცნების დეპუტატი  მიხეილ სარჯველაძე პალიტრანიუსის ეთერში. მიხეილ სააკაშვილი ციხეში 25-ე დღეა შიმშილობს.  მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ამის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.



ასევე ნახეთ
close დახურვა