logo
ENG


ალბერტ იონსონი: ხელისუფლების არასათანადო გამოყენებამ დიდი გავლენა იქონია საარჩევნო გარემოზე
  • 2068ნახვები

რამდენად მოახდინა გავლენა არჩევნების შედეგებზე არასწორმა პრაქტიკამ, ამას, ჩვენ ნამდვილად ვერ შევაფასებთ, ვერ გავზომავთ. შეგვიძლია იმ საჩივრებზე, რომლებზეც ვისაუბრეთ ჩვენს განცხადებაში, ხელისუფლების არასათანადო გამოყენება, მათ რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონიეს საარჩევნო გარემოზე, კამპანიაზე, პოლიტიკურ დისკურსზე, როგორც წინა ანგარიშებში აღინიშნა, ეს პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ ნდობასთან. 

ერთი გამონაკლისი იყო ქართული ოცნების აქციაზე, თავისუფლების მოედანზე წინა კვირას. ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებელი მივიდა და ეკითხებოდა ხალხს შემთხვევითი პრინციპით, ადამიანები კი პასუხობდნენ, რომ მათ დაავალეს, მოუწოდეს რომ წასულიყვნენ ამ აქციაზე. რა თქმა უნდა, ამან მოახდინა გავლენა საარჩევნო კამპანიაზე, დისკურსზე. [სინქრონული თარგმანი] 

 

თქვა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა