logo
ENG


სააკაშვილი: ნურავის ნუ გვაქვს მოლოდინი, რომ რეჟიმი შემიწყალებს
  • 1405ნახვები

მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობის და აქტივობის პროცესს, ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა ოცნება და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და ძველი ბიჭებით თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მოქმედებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა რევოლუციაზე აკანკალებს, სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით, ყველგან ვაჩვენებთ, მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება, გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ, ასეთი სიმწარით მოპოვებული გამარჯვება, ხალხს უნდა დავუბრუნოთ. მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში. მივესალმები გირჩელი იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში. იზა ჩირაძის გამბედაობას, სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს ვისაც აიძულეს ხმის გაყალბებაში მონაწილეობა, მიბაძონ მის მაგალითს. ვინც გადადგა მაგრამ სიმართლე თქვა, ახლა აღარაა არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო. დრო არის ერთიანობის და ბრძოლის, ჩვენ არცერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია. რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი, მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან. და ამგვარად, ჩემი გათავისუფლება, შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს, გამათავისუფლებს მეც. მე არ მსურს არცერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა, თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში, თავისუფალ ბედნიერ ადამიანებს შორის

ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მორიგ წერილში, რომელიც მესამე პრეზიდენტთან ციხეში შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა წაიკითხა. გუშინ, სალომე ზურაბიშვილა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს. მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა