კლინიკაში გადაყვანა ადამიანურია უბრალოდ, ჰუმანურია. მე ვფიქრობ, საჭიროა... ნუ, მე ამას ვერ ვიტყვი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ასეთი ადამიანი, ერთის მხრივ, ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მეორეს მხრივ, ადამიანი, რომელიც ასეთი მძიმე სტრესის ქვეშაა, ფიზიკურის სტრესის ქვეშ, 40 დღეა, ადამიანი მშრალად მარხულობს, განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება.
თქვა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.