logo
ENG


კირთაძე სააკაშვილის გადაყვანაზე: ამ გადაყვეტილებებს იღებს პუტინი, ცეცხლს ეთამაშებიან
  • 1348ნახვები

ის რაც გავიგეთ ოფიციალურად, არ ვიცი ეს რაში შეიძლება უნდა ჩაჯდეს. მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოღვაწეობის პირველსავე ეტაპზე შეძლო და ორგანიზებული კრიმინალი დაამარცხა ამ ქვეყანაში და დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ორგანიზებულ კრიმინალს ციხეში მიუყვანოს მიხეილ სააკაშვილი. 

მე არ მგონია უკვე, რომ ამ გადაწყვეტილებებს იღებდეს კობახიძე ან ივანიშვილი მართლა, ამ გადაწყვეტილებებს იღებს პუტინი და მისი წარმოგზავნილი ადამიანები ამ ქვეყანაში. ცეცხლს ეთამაშებიან. ათი ათასობით ადამიანი გამოდის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და სწორედ ამ დროს რაღაც საიდუმლო სპეცოპერაციას ატარებენ, ციხიდან იტაცებენ სააკაშვილს და მიჰყავთ ორგანიზებულ კრიმინალთან. ძალიან ცდა თავისი ერთი მუჭა ხალხი მუშაობას, მოღვაწეობას და ყველაფერს.

ამბობს ენმ-ის წევრი, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს



ასევე ნახეთ
close დახურვა