logo
ENG


ბოკერია: ვარდების რევოლუციის მონაპოვარს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება
გიგა ბოკერია
23 ნოე, 2021 12:15
ბოკერია: ვარდების რევოლუციის მონაპოვარს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება
  • 833ნახვები

ვარდების რევოლუცია, დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის - ამ უბედნიერესი დღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რის დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თავისუფლებისკენ, საკუთარი ბუნებრივი ადგილისკენ თავისუფალ სამყაროში, ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ, მაგრამ რომელმაც ბოლომდე ვერ გაგვიყვანა თავისუფლების სამშვიდობოს.

ამ ყველა მონაპოვარს დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება. ამ დღის გახსენებისას და ზოგადადაც, ჩვენ გვჭირდება მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილისა, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლისა, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც ვარდების რევოლუციამ დაიწყო და რაც არ უნდა დავუშვათ არის ის, რომ ამ იდეის, ქვეყნის თავისუფლების იდეის მტრებმა ჩვენც ჩაგვითრიონ ამ მორევში დაპირისპირებისას, არ გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამოც მოხდა ვარდების რევოლუცია.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. დღეს ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა



ასევე ნახეთ
close დახურვა