logo
ENG


ელისაშვილი: ღარიბაშვილი აღტკინებით ამბობს, ეკონომიკა დუღსო, ბაქი-ბუქი ხალხს აღიზიანებს
  • 1150ნახვები

მინდა, ირაკლი ღარიბაშვილზე ვთქვა, რომელიც ბოლო დროს ძალიან დიდი აღტაცებით და ყიჟინით გვეუბნება, რომ არნახულად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ეკონომიკა დუღს, ევროპასაც კი ვაოცებთ.

სრულიად გაჩერებული რომ იყო ჩვენი ეკონომიკა, იმის ფონზე რომ რაღაც გაფაჩუნდა და ზრდა არის, გასაგებია, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული ყიჟინა და აღტკინება ხალხს აღიზიანებს. 

თუ ხართ ღარიბაშვილის კეთილისმყოფელები ამ დარბაზში, იქნებ უთხრათ, რომ ასე არ შეძლება. ეკონომიკა ხომ ისეთი რამეა, შეიძლება განათლებაში რეფორმა გაატარო და 10-15 წლის შემდეგ მიიღო შედეგი. ეკონომიკა ხომ ძველბერძნულიდანაც ითარგმნება, როგორც საოჯახო მეურნეობა.

პირდაპირ ჩვენს ჯიბესა და მაცივრებზე ვგრძნობთ, ეკონომიკა გაიზარდა თუ არ გაიზარდა. თან, ჩრდილო კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ ეს ოხერი, რაც გვინდა, იმას ხომ ვერ დაგვაჯერებს მთავრობა. მესმის, რომ ალბათ გულწრფელად უნდა, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ამ ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ ის არის პრემიერმინისტრი. არ შეიძლება ბაქი-ბუქით ლაპარაკი. ეს ხალხის გაღიზიანების გარდა, არაფერს იწვევს. კარგი იქნება, თუ რეალისტურად ილაპარაკებს. 

თქვა მოქალაქეების წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა