ინიციატივა არის რა თქმა უნდა მნიშნველოვანი, მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ქვეყნისთვის, მაგრამ შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში სინანული და მონანიება. საუბარია დანაშაულების გამო სინანულზე და დანაშაულების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება. იგივე თუნდაც, თქვენს პოლიტიკურ პარტიასთან, ნაცმოძრაობასთან. გამოდის მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. დანაშაულთა ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით. ალბათ ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და მე მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, ამ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკურ ძალას მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები და არა მარტო მოინანიოს, არამედ შემდეგ თქვას, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის.
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან. დღეს სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა აღმოიფხვრას და საერთო ისტორიის აღქმის შესაქმნელად მზადაა საუბარი წამოიწყოს.