logo
ENG


კახა კუჭავა: შევეცადე, რომ ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე
კახა კუჭავა
24 დეკ, 2021 18:16
კახა კუჭავა: შევეცადე, რომ ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე
  • 813ნახვები

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა, რა თქმა უნდა ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით 1 თვე არის, რაც ჩვენს გუნდის ლიდერშიფთან გვქონდა საუბარი. შორს არსად არ მივდივარ. ვრჩები პოლიტსაბჭოში... პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე, რომ ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე. ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება.

განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კახა კუჭავამ. ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ახალ თავმჯდომარედ პაპუაშვილი განიხილება.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა