მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა წააგო ჩვენთან, მორალურად წააგო. ჩვენთვის დანარჩენ შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ არ ეხება საკითხი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს. საქმე ეხება ჩვენ ქვეყანას და ამ ქვეყანას ჩვენ აუცილებლად, თქვენთან ერთად დავაყენებთ ფეხზე.
თქვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე. დღეს, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება.