logo
ENG


გაბუნია: მწვანე საშვმა შეასრულა ის ფუნქცია, რაც შეეძლო ვაქცინაციის სტიმულირების კუთხით
  • 675ნახვები

მწვანე პასპორტს გარკვეული პერიოდი ჰქონდა ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირების ეფექტი, თუმცა ეს ეფექტი გაჩერდა. ყველაზე კარგი გამოცდილება არის ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი პრაქტიკის მაგალითზე. ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც 20% აქვს ვაქცინაცია, არასდროს მოუფიქრებია მწვანე პასპორტის შემოღება, ესეც შეგიძლიათ ნახოთ.

გამომდინარე აქედან, დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროგრამის წახალისებისთვის ის ეფექტური მექანიზმები გამოვიყენოთ, რომელიც მუშაობს რეალურად და ეს არის ფინანსური სტიმულირება, როგორც ბუსტერ დოზაზე, ასევე 50 წლის ზემოთ პირების პირველად ვაქცინაციაზე. ამ ტიპის წახალისების პროგრამა გაგრძელდა და ასევე ვაქცინაციის წახალისებითვის ვმუშაობთ როგორც უშუალო კომუნიკაციის ფორმატში, ადგილებზე ვაქცინაციის ფორმატში.

მწვანე საშვმა შეასრულა ის ფუნქცია, რაც შეეძლო რომ შეესრულებინა ვაქცინაციის სტიმულირების კუთხით, ახლა საჭიროა სხვა კუთხით ამ ყველაფერს შევხედოთ

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მწვანე პასპოტი გაუქმდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა