რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებსა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომლებიც იყო ქვაკუთხედი სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ათწლეულების განმავლობაში. ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მიღწევებს რისკის ქვეშ აყენებს.
საქართველოში ახლა დროა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია გაერთიანდნენ და იმუშაონ რუსეთის აგრესიის, მძლავრი დეზინფორმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევის მცდელობების წინააღმდეგ. ეს გზა ქართველმა ხალხმა აირჩია და ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეს არის მიმართულება, საითაც სურს წასვლა ქვეყანას. აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე.
კიდევ მეტი სამუშაოა გასაკეთებელი, საქართველომ დემოკრატიული მიღწევების კიდევ უფრო კონსოლიდირება უნდა მოახდინოს, ემზადება რა ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი წევრობისთვის.
თქვა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ ვებინარზე.