დღევანდელი საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არის გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის ოცნების მიერ. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ასეთი მეთოდებით ვერც გაგვაჩერებთ და ვერც ხელს შეგვიშლით ქართული საქმის კეთებაში, რომელიც თქვენ არ გამოგდით. ბრძოლა გრძელდება.
წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე facebook-ზე. დღეს, 7 თებერვალს, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.