logo
ENG


გახარია: მივმართავ უკრაინელებს, პრემიერის განცხადება არ შეესაბამება ქართველების განწყობას
  • 15744ნახვები

როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ!

მივმართავ უკრაინელ ხალხს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს.

ამბობს ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია.  დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ აპირებს შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ გეგმავს უკრაინაში ჩასვლას. ამასთან, ოცნებამ უკრაინაზე ოპოზიციის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა ჩაშალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა