logo
ENG


ღარიბაშვილი: არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ქვეყნის განვითარება
  • 562ნახვები

მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ. გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ასე გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის განვითარება. ჩემი დავალების მიხედვით, ეკონომიკურმა გუნდმა უკვე გაამზადა პაკეტი, რომელიც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარედგინება მშენებელ კომპანიებს. საკითხი ეხება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის დაწყებას. ჩვენ გვინდა, რომ ამ გამოწვევების, კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს ქვეყანაში. ამას პირდაპირ უკავშირდება დასაქმების პროგრამა, რომელზეც აპრილიდან ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში. 

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა