logo
ENG


ზურაბიშვილი: მეგრულის და სვანურის სკოლაში არჩევითად სწავლით, ამ ენებს დავიცავთ, გადავარჩენთ
  • 688ნახვები

რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღესთან დაკავშირებულ ბრიფინგზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა