logo
ENG


აზოვსტალის დირექტორი: მეომრები დღისით იბრძოდნენ, ღამით წამლები მოჰქონდათ ახალშობილებისთვის
  • 858ნახვები

მეომრები გადიოდნენ ღამღამობით ქალაქში და აგროვებდნენ პამპერსებს ახალშობილებისთვის. დღისით ისინი იბრძოდნენ და ღამით მოჰქონდათ პამპერსები და წამლები ახალშობილებისთვის. ჩემი ქარხნების დირექტორები და ხელმძღვანელები იყვნენ სასწრაფო დახმარების მანქანებში და დაჭრილებს აგროვებდნენ, ის ადამიანები, რომელთაც გარეთ გამოსვლის ეშინოდათ, მოჰყავდათ ჩვენს ტერიტორიაზე, არავის არაფერი დაუტოვებია.

მე ვიცი მოქალაქეები, რომლებიც მარიუპოლიდან გასვლის და ოჯახის გაყვანის შემდეგ დაბრუნდნენ და აგრძელებენ მოხალისედ მუშაობას. ჟენია ვოლკოდავი, არის ასეთი ადამიანი რომელმაც 33 ადამიანის გადაყვანა მოახერხა ქალაქიდან, იგი ჩვეულებრივი ინჟინერია. დეპარტამენტის ერთ-ერთმა უფროსმა მოახერხა 25 ადამიანის გაყვანა. ჩვეულებრივი ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს, ამ დროს მოდის ავიაცია და გვესხმის თავს.

ამის შესახებ აზოვსტალის გენერალურმა დირექტორმა ენვერ ცქიტიშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა