logo
ENG


დავითულიანი: იქ არახამიას თავხედური განცხადება, აქ დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია
  • 900ნახვები

ერთი რამ არის ფაქტი, ოპოზიციის რადიკალური ფრთა წამოიწყებს რაღაც კამპანიას, მერე ამ კამპანიის ფარგლებში, ერთგვარი იმედგაცრუება ეწყებათ მათ მხარდამჭერებს, რომ ვერავითარ მიზანს ვერ აღწევენ, მეორე, ჰოი, საოცრებავ, ვითომ ხომ უკრაინის თემას არ იყენებენ შიდა პოლიტიკური თემებისთვის და უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკრაინიდან ვინმე მათი უტიფარი მეგობარი, არახამიას მსგავსი თავხედი რაღაც სანქციებზე დაიწყებს საუბარს მაშინ, როდესაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა. მერე აქედან გამოაგდებენ ხოლმე დამონტაჟებულ ვიდეოს, რომელზეც ოდნავ მაინც თუ ერკვევა ვიღაცა, იმდენი წყვეტაა, რომ შეუძლებელია, მასზე ზემოქმედების კვალი არ იყოს.

გამოაგდებენ ამ რაღაც სულელურ ვიდეოს, რომელშიც არაფერ უკანონოზე საუბარი არ მიდის, სულ რომ დავუშვათ რომ ავთენტურია, ვიდეოს აწერია მარტიაო, აპრილში დაასანქცირეს ეს კაცი. ახლა მხოლოდ ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული და ამის შემდეგ ამბობენ რატომ არ იძიებთო. დანაშაულის შემცველობა არ არის, რატომ უნდა არკვიოს ვინმემ ავთენტურობა? რატომ ვქმნით ასეთ ილუზიებს ამ დამონტაჟებული ვიდეოდან? თან ამდენი დრო გავიდა და რაიმე უკანონო ტვირთბრუნვის ფაქტი ვნახეთ, ვითომ რომ ადასტურებთ, რომ აქ რამე საშინელება ხდება?! სკანდალებს ქმნიან არაფრიდან და უნდათ ამ სკანდალზე ყველაფერი ააწყონ. იქიდან არახამიას სრულიად თავხედური განცხადება, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ეს ვითომ სკანდალია შექმნილი, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს.

 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე. ჩანაწერების გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ დავით არახამიამ ევროკავშირისა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.



ასევე ნახეთ
close დახურვა