მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი სპექტაკლი, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი. მინდა, დავამშვიდო ნაციონალური მოძრაობა, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა, მინიმუმ ის, რაც აქვს მისჯილი. დანარჩენი დაველოდოთ სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას. იცით, რომ 6 წელი მას უკვე მისჯილი აქვს, სხვა კონკრეტულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, რომ დაემატოს სასჯელი. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებებზე, რომლებზეც აქვს მისჯილი.
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
ოჯახისა და ადვოკატების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროა, მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.