logo
ENG


ზარქუა სააკაშვილზე: ტიპი რა დონის თავხედია, გვეუბნება - რომ მიმკურნალოთ, პირობები შეასრულეთო
  • 603ნახვები

ადამიანი, ტიპი რა ტონის თავხედია, გვეუბნება, რომ მიმკურნალოთო, ჩემი პირობები შეასრულეთო. გაგონილა ასეთი? რაღაც სისულელე 5 თუ 6 პირობა წაუყენებია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონკრეტული პატიმრის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია. მიიღებს თუ არა ამ შემოთავაზებას.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. გუშინ, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზების პასუხად, მიხეილ სააკაშვილმა 5 პირობა დაასახელა, რა შემთხვევაშიც კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადავა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა