logo
ENG


ზელენსკი აზოვსტალიდან გამოყვანილ სამხედროებზე: გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება
  • 322ნახვები

უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება. იმისათვის რომ ისინი სახლში დავაბრუნოთ, მუშაობა გრძელდება. რთული დღეა, თუმცა ეს დღეც, როგორც ყველა დანარჩენი, მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. უკრაინელი სამხედროების, დაზვერვის, ასევე მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის კომიტეტის და გაეროს დახმარებით, ვიმედოვნებთ რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის დაცვას შევძლებთ. მინდა ხაზი გავუსვა: უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდებიან. ეს ჩვენი პრინციპია. ვფიქრობ ამ სიტყვებს ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს.

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი. გენშტაბის ინფორმაციით, აზოვსტალიდან 264 დაჭრილი სამხედროს ევაკუაცია განხორციელდა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა