logo
ENG


კულება: რუსეთის დამცირების თავიდან არიდების შესახებ მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთს ამცირებს
  • 468ნახვები

რუსეთის დამცირების თავიდან არიდების შესახებ მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთს და ყველა იმ სხვა ქვეყანას ამცირებს, რომელიც ამას მოითხოვს. რადგან თავად რუსეთია, ვინც თავს იმცირებს. უმჯობესი იქნება, თუ ყველა იმაზე ვკონცენტრირდებით, როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი. ეს მშვიდობას მოიტანს და მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს.

ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა "რუსეთი არ დავამციროთ".

 


ასევე ნახეთ
close დახურვა