logo
ENG


პოდოლიაკი: სანამ ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ დავამციროთ, კრემლი ახალ თავდასხმებს იწყებს
  • 610ნახვები

მანამ სანამ ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ დავამციროთ, კრემლი ახალ მზაკვრულ თავდასხმებს იწყებს. კიევზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას მხოლოდ 1 მიზანი აქვს - მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი. ყოველ ასეთ ტერორისტულ თავდასხმას ევროპული დედაქალაქებისგან ხისტი პასუხი უნდა მოჰყვეს: მეტი სანქციები, მეტი იარაღი.

ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა "რუსეთი არ დავამციროთ".

 


ასევე ნახეთ
close დახურვა