logo
ENG


მიშელი: თუ იქნება პოლიტიკური ნება, საქართველო შეძლებს უდიდესი პროგრესის მიღწევას
შარლ მიშელი
24 ივნ, 2022 00:02
მიშელი: თუ იქნება პოლიტიკური ნება, საქართველო შეძლებს უდიდესი პროგრესის მიღწევას
  • 399ნახვები

უპირველესი ცხადი მესიჯი ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ არის ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მოსახლეობისთვის, რომ განახორციელონ ფუნდამენტური რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სასამართლოს თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოს ინსტიტუტებთან, რათა მათ მიაღწიონ პროგრესს. ევროკომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, დარწმუნებული ვარ რომ თუ არსებობს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გარემოში საქართველოში მათთვის შესაძლებელი იქნება უდიდესი პროგრესის მიღწევა.

ვიცი, მათ იციან ზუსტად რისი გაკეთებაა საჭირო, რომ სწორი მიმართულებით გადადგან ნაბიჯები და დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი გავგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე და არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ დონეზე...

ჩვენ ნამდვილად გვინდა მათთან ერთად ვიმუშაოთ რათა მათი სწორი მიმართულებით მუშაობის ძალისხმევას მხარი დავუჭიროთ

 

განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სამიტზე გამართულ ბრიფინგზე. 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა



ასევე ნახეთ
close დახურვა