logo
ENG


ნაცვლიშვილი: სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი, ეს 6 თვე არის შანსი
  • 488ნახვები
ჩემო თანამოქალაქეებო, პროპაგანდის მანქანა ისევ მოიქოქა, თითქო საზეიმოდაა საქმე და რომ არ დაგაბნიონ, გავასწოროთ ფოკუსი;
 
საქმე იმაში კი არაა, რა მივიღეთ დღეს!
საქმე იმაშია, რისი მიღების შანსი გვქონდა და რა დავკარგეთ (ამ ეტაპზე)!
და ყველაზე მთავარი - რატომ დავკარგეთ!
იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი და მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი.
ეს გვითხრეს დღეს ძალიან მკაფიოდ.
რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ესენი დარჩნენ, ამ კარში ჩვენ ვერ შევალთ ვერც ახლა, ვერც მომავალში.
კარგი ამბავი ისაა, რომ
ეს 6 თვე არის შანსი გადავარჩინოთ მომავალი!
 

აცხადებს პარტია ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე,  რომლის მიხედვითაც, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.



ასევე ნახეთ
close დახურვა