logo
ENG


ლატვიის საგარეო მინისტრი: რუსეთის მოქალაქეებისთვის EU-ს ტურისტული ვიზა უნდა აიკრძალოს
  • 701ნახვები

ვგმობ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოლენივკაში უკრაინელი ომის ტყვეების სასტიკ მკვლელობას და რუსეთის ჯარის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სისასტიკეებს. ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთის როგორც ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის აღიარება.

მე ხელახლა ვიმეორებ ჩემს შემოთავაზებას, რომ ევროკავშირის ტურისტული ვიზის მიღება რუსეთის მოქალაქეებისთვის აიკრძალოს.

ტვიტერზე წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

უკრაინის ცნობით, 29 ივლისს დონეცკში არსებულ ოლენივკას ციხეზე, სადაც რუსების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები იყოფებოდნენ, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს. შედეგად, სულ მცირე 53 უკრაინელი დაიღუპა, 75-ზე მეტი კი დაშავდა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა