logo
ENG


ბოკერია: ომის დროს, ლონდონის პაბებში გერმანელებს რომ ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდათ?!
გიგა ბოკერია
05 აგვ, 2022 15:15
ბოკერია: ომის დროს, ლონდონის პაბებში გერმანელებს რომ ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდათ?!
  • 822ნახვები

მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლა ქვეყანაში, მაშინ როცა არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს დასაცავი, თვითონ ასე არ თვლის, აბსოლუტურად ბუნებრივი ინსტინქტია საქართველოს პატრიოტის და მოქალაქის. წარმოიდგინეთ ისტორიული მაგალითი, ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი გერმანელი რომ ჩასულიყო და პაბებში სიმღერა, რომ დაეწყოთ გერმანულად, რა რეაქცია ექნებოდა ინგლისურ, ანუ გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას. ამიტომ, ეს არის უსინდისო ტყუილი - ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება. აქ ეთნიკურ წარმოშობაზე არ არის ლაპარაკი. საუბარია მტრული სახელმწიფოს მოქალაქეებზე და მათი დიდი რაოდენობით შემოსვლაზე ჩვენს ტერიტორიაზე, მაშინ როცა ხელისუფლება არ იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ. ბოკერია ამით გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბოლო დროინდელ განცხადებებს, რომელიც რუსუთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ ჩამოსვლას ეხება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა