logo
ENG


კობახიძე ვადამდელზე: ტონზე ეტყობათ, თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ
ნიკა მელია
05 სექ, 2022 19:27
კობახიძე ვადამდელზე: ტონზე ეტყობათ, თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ
  • 537ნახვები

ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ. რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული - "უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი". ერთადერთი ადგილი, სადაც არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ კრიზისი, რომელიც როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის... ამას საზოგადოება ხედავს. ერთმანეთთან დაპირისპირებაა, შიგნით არის ფლანგები სააკაშვილი-მელია ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაცაა გამოტანილი. მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთანაა დაპირისპირებული. ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში.

ასე ეხმაურება პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. მელიას თქმით, "ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები".



ასევე ნახეთ
close დახურვა