logo
ENG


კობახიძე ირანულ თვითმფრინავზე: ასეთი საქმისთვის რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე არ სჭირდება
  • 712ნახვები

ნუ ერთი, რომ რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის - ეს ერთი. მეორე - ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განმარტებები და დამატებითი განმარტებებიც თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, გააკეთებენ. ეს არის არსებითად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა და ისინი განმარტავენ ყველაფერს.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 4 სექტემბერს ირანიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში სამხედრო ტვირთი გადაიტანა.

ხოშტარიას ცნობით, კომპანია Iran Air-ი, რომელსაც ეკუთვნის თვითმფრინავი, აშშ-ის მიერ არის სანქცირებული.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა