logo
ENG


ილია II: მსოფლიო ემშვიდობება დიდებულ ელისაბედ II-ს, მან საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა
ილია II
09 სექ, 2022 20:33
ილია II: მსოფლიო ემშვიდობება დიდებულ ელისაბედ II-ს, მან საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა
  • 936ნახვები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მისი უდიდებულესობა ელისაბედ II-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და მისი სხვა სამეფოებისა და ტერიტორიების დედოფლის, გარდაცვალების გამო.

თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა.

მე მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის, ხსოვნა ძვირფასია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გაერთიანებული სამეფოს მონარქის, დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალებას ეხმაურება.

ელისაბედ II გუშინ, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დედოფლის ტიტულს 70 წლის განმავლობაში ატარებდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა