logo
ENG


გუმბარიძე: ევროდირექტივების საფარქვეშ ქართული ოცნება ერევა მედიის საქმიანობაში
  • 344ნახვები

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ის, რომ ფორმულა და ალბათ, ყველა პასუხისმგებლიანი მედია, ცხადია, იზიარებს იმას, რომ ევროდირექტივები უნდა შესრულდეს და ზოგადად, ჩვენ ევროდირექტივების საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, უბრალოდ წარსული გამოცდილებით, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ ამ ევროდირექტივების საფარქვეშ როგორც წესი, ქართული ოცნება ახორციელებს უბრალოდ სადამსჯელო ოპერაციებს და ერევა მედიის საქმიანობაში, პირველი ევროდირექტივა, რომელიც მათ მიიღეს, ძირითადად შეეხებოდა რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებებს, მაშინაც იგივე იყო ჩვენი პრეტენზია - როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღება ხდება პარლამენტის მიერ, ამ დროს, ცხადია, უნდა იყოს ფართო დისკუსიები და უნდა იყოს ყველა აქტორი ჩართული.

ევროდირექტივა არის ერთგვარი ჩარჩო და ევროპაშიც არსებობს ამ ჩარჩოს მრავალგვარი აღსრულება. ამ შემთხვევაშიც პრობლემა ისაა, რომ ქართულმა ოცნებამ ისე დააინიცირა ეს კანონი, რომ მათ არ გაუვლიათ კონსულტაციები აქტორებთან, რომლებსაც პირდაპირ ეხება ეს ახალი რეგულაცია, საუბარი მაქვს მედიაზე, არ ჰქონიათ ასევე კონსულტაციები არასამთავრობოებთან. თორემ ის, რომ თავის მხრივ, ევროდირექტივა მისაღებია, ამაზე ყველა ვთანხმდებით.

 

განაცხადა ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

პარლამენტში დღეს, 19 სექტემბერს პარლამენტში მაუწყებლობის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტის განხილვა დაიწყეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა