logo
ENG


პუტინი: ვინც ბირთვული იარაღით გვაშანტაჟებს, ქარებმა, შესაძლოა, მათკენ იქროლონ
  • 814ნახვები

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს ნგრევის სხვადასხვა საშუალება და ზოგიერთ კომპონენტში უფრო თანამედრო ვიდრე NATO-ს ქვეყნებს. და თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ნამდვილად გამოვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რაც ხელთ გვაქვს, რათა დავიცვათ რუსეთი და ჩვენი ხალხი.

ეს არაა ბლეფი! რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით უზრუნველვყოფთ. და მათ, ვინც ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობენ უნდა იცოდნენ, რომ გაბატონებულმა ქარებმა, შესაძლოა, მიმართულება იცვალონ და მათკენ იქროლონ.

 

განაცხდა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებაზე. 

დღეს, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა