logo
ENG


კინზინგერი: საქართველო ჭკვიანურად მოიქცეოდა, თუ ჩაკეტავდა საზღვრებს და რუსებს არ შეუშვებდა
  • 816ნახვები

საქართველოს მოსახლეობა ჭკვიანურად მოიქცეოდა, თუ ჩაკეტავდა საზღვრებს და არ მისცემდა რუს ტურისტებს თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, ქვეყანაში შესვლის საშუალებას. საბრძოლო ასაკის მქონე კაცების შემოდინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში ძალიან სახიფათოა. უნდა დავინახოთ რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმის მნიშვნელოვანია.

ტვიტერზე წერს აშშ-ის კონგრესმენი ადამ კინზინგერი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რიცხვის ზრდაზე. 

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, მობილიზაცია 300 000-მდე რუსეთის მოქალაქეს შეეხება, თუმცა გამოცემა Novaya Gazeta.Europe წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

24 სექტემბერს BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა