logo
ENG


გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში მძიმედ ინანებენ ამ გადაწყვეტილებას
  • 345ნახვები

მოსამართლეებმა აირჩიეს ლაშა ჩხიკვაძის გზა და მოაწერეს ხელი განაჩენს, რომელიც არის ყალბი, თავად ეს მოსამართლეები ამაში დარწმუნებულები არიან, მაგრამ გადაწყვიტეს იკისრონ ეს მძიმე ტვირთი, რაც ნიშნავს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ხელის შემშლელი გადაწყვეტილების დატოვება. მან პატიმრობაში დატოვა ნიკა გვარამია და ერთადერთი რაც შეცვალა, იმის გამო რომ აქამდე ნიკა გვარამია პატიმრობაში იმყოფებოდა ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებისთვის, ახლა თქვა, რომ 2015 წლის ეპიზოდზეც, სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც გამოყენებული უნდა ყოფილიყო პატიმრობა. მათი არჩევანია, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მძიმედ ინანებენ არც თუ ისე შორეულ მომავალში ამ გადაწყვეტილებას

ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. 

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა