logo
ENG


ხოშტარია გვარამიაზე: ამ სასამართლომ არაფერი გვანახა მართლმსაჯულების შესახებ
  • 403ნახვები

ამ სასამართლომ ჩვენ არაფერი არ გვანახა სამართლის შესახებ, არაფერი არ გვანახა მართლმსაჯულების შესახებ, არაფერი არ გვანახა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის. ერთადერთი გვანახა, რომ ნიკა გვარამია აგრძელებს ბრძოლას. აგრძელებს ბრძოლას და არის თავისუფლებაზე მყოფ ბევრ ადამიანზე ბევრად უფრო ძლიერი. ამიტომ მთავარი დასკვნები არის ჩვენი გამოსატანი. მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან რაიმეს მოლოდინი, მოლოდინი, რომ რაღაც მომენტში მოლბებიან. მოლოდინი, რომ სასამართლო დაემსგავსება სასამართლოს, მოლოდინი, რომ მათ მართლა აინტერესებთ რამე გაარკვიონ, არ არსებობს. ეს არის რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი ერთადერთი რასაც აკეთებს არის ის, რომ ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს. თქვენ გჭირდებათ დაცვა, ჟურნალისტებს ჭირდებათ დაცვა და ნიკა, დღეს თქვენ გიცავთ საკუთარი მოქმედებებით და საკუთარი სიძლიერით. მოქალაქეებს, ახალგაზრდობას, პენსიონერს სჭირდება დაცვა და ეს დაცვა უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ სიმართლით და არა ილუზიებით, რომ ოცნება რამეს გააკეთებს და უნდა უზრუნველვყოთ ერთობით. აი, ამ ორ დასკვნას თუ გამოვიტანთ, თუ არ დავიღლებით ნიკაც გამოვა და რაც მთავარია, გამოვა ის რისთვისაც ზის ნიკა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, ამიტომ არავითარ შემთხვევაში ხელების ჩამოყრა, ეს არის ყველაზე ცუდი ნიკასთვის, მედიისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. პირიქით, წინ უნდა წავიდეთ, არ შევეგუოთ, ვიბრძოლოთ, შევეწინააღმდეგოთ, დავანებოთ ერთმანეთთან კინკლაობას თავი და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა.

ამბობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა