logo
ENG


ზელენსკი ჰააგის გადაწყვეტილებაზე: ძველი და ახალი სისასტიკეებისთვის რუსეთის დასჯა გარდაუვალია
  • 989ნახვები

ჰააგის სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი სასჯელი MH17-ის ჩამოგდებაში დამნაშავეებისთვის. აუცილებელია ლიდერების პასუხისმგებლობის დაყენებაც, ვინაიდან დაუსჯელობის განცდას ახალ დანაშაულებამდე მივყავართ. ეს ილუზია უნდა გავაქროთ. მაშინდელი და ახალი სისასტიკეებისთვის რუსეთის ფედერაციის დასჯა გარდაუვალია.

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი რუსული წარმოების Buk რაკეტის დაჯახების გამო ჩამოვარდა.

სასამართლომ 3 ადამიანი - რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დამნაშავედ გამოაცხადა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი თვითმფრინავის ჩამოგდებასა და მასობრივ მკვლელობაში ედებათ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა