logo
ENG


გონჩარენკო: ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სიგნალია, რომ ვხედავთ და გვესმის ყველაფერი
  • 629ნახვები

ჩვენთვის კარგი იქნება თუ საქართველო NATO-სა და ევროკავშირის წევრი გახდება, ეს არის ჩვენი სურვილი. სამწუხაროდ, ამ გაუგებარი პოზიციის გამო, იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობას 9 თვის შემდეგაც არ შეუძლია, გვაჩვენოს ნათელი პოზიცია, სწორედ ამიტომ, საქართველოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და ეს ძალიან მტკივნეულია. უკრაინის ომის შედეგი ნამდვილად არ გახლავთ დამოკიდებული საქართველოს პოზიციაზე, მაგრამ საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებს საქართველო ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება გახლავთ სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ და გვესმის ყველაფერი.

განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ფორმულას გადაცემა კომენტარში. 12 ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმნეტში, რომელსაც ხელს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს, უკრაინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციებს უწესებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა