logo
ENG


კელი: ხალხი პროდასავლური, პროამერიკულია, იმედგამაცრუებელია, ოცნება არასწორ არჩევანს აკეთებს
იან კელი
29 ნოე, 2022 19:30
კელი: ხალხი პროდასავლური, პროამერიკულია, იმედგამაცრუებელია, ოცნება არასწორ არჩევანს აკეთებს
  • 676ნახვები

როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, ცინიკურად ვიყავი განწყობილი რიგი პოლიტიკური პროცესების მიმართ, 2015-დან 2018-წლამდე ვიმყოფებოდი იქ. ყოველთვის ვცდილობდი, თბილისის გარეთ გავსულიყავი და გამეგო, გამეცნო ქართველი ხალხი და არასდროს შევხვედრივარ უფრო პროამერიკულ, პროდასავლურ მოსახლეობას, როგორიც ქართველები არიან. შესაბამისად, იმედგამაცრუებელია ის, რომ საქართველოს მთავრობა არასწორ არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხისთვის. ან უნდა დაუჭირო მხარი ქართულ ოცნებას და მხარი დაუჭირო "მშვიდობას", ან უნდა აღუდგე ოცნებას და "ჩაება ომში". ეს არ არის სწორი, ეს ორი არჩევანი არ გახლავთ სწორი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. ეს არის ტყუილი

 

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ბრიუსელში, ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ მოწვეული კონფერენციის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა